суббота, 26 марта 2016 г.
суббота, 5 марта 2016 г.
ტრენინგის მე-9 დღე
ამ მოდულში სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგინეთ. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია კოლეგებისთვის.
ტექნოლოგიური საშუალებებით შექმნილი ნამუშევრის ჩვენება ხშირად ფასილიტაციის განსხვავებულ მეთოდებს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა. მივიღეთ საინტერესო რჩევები პორტფოლიოს და მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისთვის.
ზოგადად, ამ ტრენინგების კურსმა ბევრი საინტერესო უნარ-ჩვევა შემძინა. პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები დამანახა,როგორ შეიძლება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ საგაკვეთილო პროცესები,ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩაერთოს სწავლა-სწავლების პროცესში თავისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რაც გამჭოლი კომპეტენციებია ესგ-ისა.
მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროექტების დასაგეგმად დამხმარე-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ზოგადიდან კონკრეტულისკენ ან პირიქით. საინტერესო იყო კოლეგების პრეზენტაციები და უკუკავშირი.
მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
უღრმესი მადლობა,ქალბატონო დიანა,ტრენინგების საინტერესოდ წარმართვისთვის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)