воскресенье, 28 февраля 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

მოვისმინე დიფერენცირებული სწავლება პროექტებით სწავლებისას.როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტებში ინტელექტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.რა აქტივობებში ჩავრთავ შშმ მოსწავლეებს მისი საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ვისწავლეთ გუგლდრაივში ატვირთვა-გამოქვეყნება.ბლოგზე ატვირთვა და სხვ.


суббота, 27 февраля 2016 г.

მე-7  დღე
მოვისმინე კოლეგების პრეზენტაციები,დავათვალიერე მოსწავლეთა ნამუშევრები,გავაკეთეთ უკუკავშირი.გავიარეთ მოდული-ფასილიტაცია,შეფასებები.მიმოვიხილეთ ფასილიტატორი მასწვლებლის როლი პროექტებით სწავლებაში.
საკმაოდ დატვირთული,საინტერესო და მრავლიფეროვანი ტრენინგი იყო.გმადლობთ ქალბ-ნო დიანა!









ტრენინგის მე-5-6 დღე
მოვუსმინე "საავტორო უფლებები"-ს შესახებ,შევინახეთ საქაღალდეში.ვიმუშავეთ წყვილებში,გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი ნაშრომები და მივეცით უკუკავშირი.ინტერნეტრესურსების გამოყენება პროექტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.რომ დიდი გავლენა აქვს ინტერნეტს საგაკვეთილო პროცესზე.

გაიმართა დისკუსია:როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევაში კოლაბორაციისა და კომუნიკაციისთვის.შევაფასეთ სასწავლო ნიმუშები, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასება.შევძელით მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესის შეფასება.



воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრენინგის IV დღე
 მოვისმინე პროექტზე დაფუძნებული სწავლება-,შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები.გავეცანი შეფასების გეგმის შემუშავებას.
  • განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მოვიფიქრეთ, როგორ გამოვიყენებთ ამ მეთოდებს ჩვენს თემაში.
  • განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა, რათა წარმოვაჩინოთ შეფასების გამოყენების სხვადასხვა ფორმა თემის ფარგლებში.
 განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
მიმოვიხილეთ განმსაზღვრელი შეფასებები და ფორმები-აქტივობა:შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
ტრენინგი იყო საინტერესო და დათვირთული,როგორც ინფორმაციულად,ისე პრაქტიკულად..მიღებულ ცოდნას-გამოცდილებას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.რაც მთავარია ჩემი მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
მადლობას გიხდით ქალბატონო დიანა ტრნინგის ასე საინტერესოდ წარმართვისთვის.

суббота, 13 февраля 2016 г.

ტრენინგის III დღე

     გავიარე საინტერესო მოდული:სასწავლო პროექტის დაგეგმვა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აქტივობა-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
კარგად გავაცნობიერე კითხვების დასმის მნიშვნელობა პროექტის სხვადასხვა ეტაპისათვის -ზოგდიდან კონკრეტულისკენ.მივიღეთ რჩევები,გამოვიყენეთ ნიმუშები,რამაც კიდევ უფრო სიღრმისეულად გამაგებინა მოდულის შინაარსი.
    მნიშვნელოვანია ისიც,რომ არაჩვეულებრივია ტრენერი,რომელიც გვიქმნის ყველანაირ გარემოს სრული ინტერაქციისთვის.გმადლობთ!  


ტრენინგის I-II დღე


  ძალიან საინტერესო,სახალისო და აქტუალური ტრენინგია. პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებისათვის.  სიახლისადმი სწრაფვა ჩემი ძლიერი მხარეა. მინდა გავიღრმაო ცოდნა სასწავლო პროექტების  დაგეგმვასა და შეფასების მეთოდებზე- დავგეგმო კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები. მოსწავლეები დაეუფლებიან 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
     პირველ ტრენინგზე საინტერესო და მოსაწონი  იყო ელექტრონული წიგნით მუშაობა. დავათვალიერეთ მოცემული მზა რესურსები. ვისაუბრეთ პროექტებზე, მათ მნიშვნელობებსა და აუცილებლობებზე. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პირველი მონახაზები.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
        შევქმენი საქაღალდეები ნაშრომებისთვის.
   მეორე დღეს შევქმენით ბლოგები. დავგეგმეთ პუბლიკაციები.